ბრაუზერი Brave იწყებს კრიპტოს გაყიდვას Brave Wallet-ის საშუალებით

ფოტო - ბრაუზერი Brave იწყებს კრიპტოს გაყიდვას Brave Wallet-ის საშუალებით
უსაფრთხო ვებბრაუზერი ჩაშენებული კრიპტოსაფულით ახლა საშუალებას გაძლევთ, არა მხოლოდ იყიდოთ, არამედ გაყიდოთ კრიპტოვალუტა და ფიატი გაიტანოთ. ხელმისაწვდომი ციფრული აქტივების სია მომხმარებლის ქვეყანასა და რეგიონზეა დამოკიდებული.
Brave არის ერთ-ერთი ბრაუზერი, რომელიც  მომხმარებლის კონფიდენციალურობის მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. მის დამაარსებელ კომპანიას Brave Software Inc. არ აქვს ვალდებულებები სხვა კორპორაციების მიმართ და ის აქტიურად იბრძვის ქსელის მომხმარებლების უფლებებისთვის, რომლებიც თავიანთი კონფიდენციალური მონაცემების მესამე მხარეებისთვის  გადაცემას ყოველდღიურად აწყდებიან.  

Brave-ის ბევრ დამატებით ფუნქციას შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს Brave Wallet  - ბრაუზერში ჩაშენებული პირველი უსაფრთხო კრიპტოსაფულე. ის განკუთვნილია კრიპტოვალუტებისა და NFT-ების ყიდვის, გაყიდვის, გაცვლისა და შენახვისთვის. ასევე Brave Wallet-თან შესაძლებელია სხვა საფულეებისა და dApps-ის დაკავშირებაც. ჩამოთვლილი ფუნქციების განხორციელება გაფართოებებს, ან აპლიკაციებს არ საჭიროებს. 

2022 წელს Brave-მა წამოიწყო კოლაბორაცია კრიპტოვალუტურ სტარტაპთან Ramp Netwotk, რომლის სპეციალიზაცია გადახდის ინფრასტრუქტურის შემუშავებაა. თანამშრომლობის წყალობით, ბრაუზერის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა კრიპტოვალუტების ფიატით (on-ramp) ყიდვის ფუნქცია. 2023 წლის 10 მარტს კომპანიებმა ციფრული აქტივების მფლობელებს ბრაუზერის განახლება წარუდგინეს, რომელსაც ჰქონდა ფუნქციონალის კანონზომიერი გაფართოება და კრიპტოვალუტების გაყიდვის შესაძლებლობა ფიატის გამოტანით (off-ramp).

ახლა დამოუკიდებელი შენახვის ფუნქციის მქონე კრიპტოსაფულე Brave Wallet-ის მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ კრიპტოვალუტა კრიპტობირჟების გარეშე. ისინი სრულად ინარჩუნებენ საკუთრების უფლებას ციფრულ აქტივებზე, რაც განსაკუთრებით აქტუალურია რიგი რეზონანსული ბირჟების მხრიდან კლიენტების სახსრების შენახვისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გათვალისწინებით.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში დამოუკიდებელი შენახვის პოპულარობა გაიზარდა, ციფრული ვალუტისა და ტოკენების შენახვის ყველაზე გავრცელებულ საშუალებად ცენტრალიზებული ბირჟები რჩება. ჩვენ ველით, რომ ვიხილავთ ცვლილებებს, როდესაც სამომხმარებლო გამოცდილება გამდიდრდება დღევანდელის მსგავსი ინოვაციების წყალობით
, - აღნიშნულია ბრაუზერის ოფიციალურ ვებგვერდზე brave.com.

როგორ გავყიდოთ კრიპტოვალუტა Brave Wallet-ში

წყარო: brave.com

წყარო: brave.com

  1. გახსენით საფულის გაფართოებული ვერსია ბრაუზერში.
  2. აირჩიეთ ციფრული აქტივი, რომლის გაყიდვაც გსურთ.
  3. დააჭირეთ ღილაკს "გაყიდვა" და შეიყვანეთ თანხა.
  4. დააწკაპუნეთ "გაყიდვა Ramp-ით" და გადადით გადახდის სერვისის გვერდზე ოპერაციის დასასრულებლად.

კრიპტოაქტივების ჩამონათვალი, რომელთათვის მხარდაჭერილია ყიდვა-გაყიდვის ფუნქციები, მოყვანილია Ramp-ის ვებგვერდზე. პლატფორმა გთავაზობთ სიებს აშშ-სა და სხვა ქვეყნებისთვის, ასევე აქტიურად მუშაობს მხარდაჭერილი კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინების რაოდენობის გაზრდაზე.