რომელი კრიპტობირჟები ახდენენ ინვესტირებას სპორტში?

ფოტო - რომელი კრიპტობირჟები ახდენენ ინვესტირებას სპორტში?
მსხვილი სპორტული ღონისძიებები და ცნობილი გუნდები მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანის ყურადღებას იპყრობს. სწორედ ამიტომ, კრიპტოვალუტის ბევრი ბირჟა, როგორც წესი, ცდილობს, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ან გუნდების სპონსორი გახდეს, რათა ამ გზით საკუთარი თავი რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნოს.
2021-2022 წლებში კრიპტოვალუტის ბევრი კომპანია და ბირჟა საკუთარი ბრენდის პოპულარიზაციას მსხვილი სპორტული შეჯიბრებების მეშვეობით ახდენდა, ან ცდილობდა, გრძელვადიანი სპონსორობის კონტრაქტების გაფორმების შედეგად, კომპანიის ლოგო ცნობილი გუნდის მოთამაშეების მაისურებზე განეთავსებინა. ჯერ კიდევ 5 წლის წინ ასეთი შეთანხმებები რაღაც უცნაურად და ეგზოტიკურად ითვლებოდა, დღეს კი ჩვეულებრივ მოვლენად და თითქმის მეინსტრიმად იქცა. ამას ხელს უწყობდა ტოპ კრიპტობირჟების აგრესიული რეკლამა და მოსახლეობის მზარდი ინფორმირებულობა ციფრული აქტივების შესახებ მედიაში გამოქვეყნებული სტატიების წყალობით, რომლებიც უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ ისეთ თემებს, როგორიცაა ბიტკოინის, NFT ან CBDC-ის კურსის მორიგი ვარდნა, ან ზრდა.

Crypto.com - UFC-ის, 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის, "ფორმულა 1-ისა" და სკ "პსჟ-ს" სპონსორი

სპორტული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ინვესტორი ამერიკული CEX-ბირჟა Crypto.com გახდა. სპორტის სახეობების მრავალფეროვნება, რომელთა დახმარებით ბირჟამ საკუთარი ბრენდის რეკლამირება გადაწყვიტა, შთამბეჭდავია: აქ არის Ultimate Fighting Championship-იც (UFC), მსოფლიოს უდიდესი საფეხბურთო ფორუმი - 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარშიც და "ფორმულა 1-ის" ავტორბოლის სპონსორობაც.

სასპონსორო კონტრაქტმა Crypto.com-სა და UFC-ს შორის, ბირჟას სპორტსმენების ფორმის ყველა საბრძოლო კომპლექტზე თავისი ლოგოს განთავსების საშუალება მისცა. გარდა ამისა, Crypto.com-ის ლოგოები ოქტაგონშიც განთავსდა და ტრანსლაციის დროს კადრში რეგულარულად ჩნდებოდა. ასეთმა მარკეტინგულმა სვლამ შეუწყო ხელი კრიპტოპლატფორმის ბრენდის პოპულარიზაციას 650 მილიონ გულშემატკივარს შორის, რომლებიც საბრძოლო ჩემპიონატის ბრძოლებს თვალყურს ადევნებდნენ. ასევე, ასეთი სპონსორობის წყალობით, ბირჟის ბრენდი ავტომატურად გადავიდა სპორტულ ატრიბუტიკაზე, მერჩზე, ფიზიკურ და ციფრულ კონტენტზე.
UFC-თან შეთანხმებამ ბირჟას Crypto.com, საშუალება მისცა, თავი 650 მილიონიანი აუდიტორიისთვის წარედგინა

UFC-თან შეთანხმებამ ბირჟას Crypto.com, საშუალება მისცა, თავი 650 მილიონიანი აუდიტორიისთვის წარედგინა

Crypto.com-ისთვის კიდევ ერთ მძლავრი ნაბიჯი კატარში 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორის სტატუსის მიღება გახდა. FIFA-სთან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ბირჟას საშუალება მისცა, სახელი გაეთქვა მსოფლიო ფორუმზე „მილიონთა თამაშები“, რომელიც 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საფეხბურთო მატჩების ტრანსლაციას 200-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 5 მილიარდი ადამიანი უყურებდა. მსოფლიოში ამაზე უფრო მასობრივი სპორტული მოვლენის პოვნა არარეალურია.
მსოფლიო ჩემპიონატის წყალობით, კრიპტობირჟის შესახებ თითქმის ყველა ქვეყნის მაცხოვრებლებმა შეიტყვეს

მსოფლიო ჩემპიონატის წყალობით, კრიპტობირჟის შესახებ თითქმის ყველა ქვეყნის მაცხოვრებლებმა შეიტყვეს

"ფორმულა 1-თან" ბირჟამ Crypto.com $100 მილიონიანი შეთანხმება ჯერ 2021 წელს, F1 Sprint სერიის პირველი პარტნიორის სტატუსის მოსაპოვებლად გააფორმა, მოგვიანებით კი, 2022 წელს მან მაიამის გრან პრის ოფიციალური სატიტულო პარტნიორის სტატუსი "დაიჯავშნა". ხელშეკრულების პირობებით, მთავარი სპონსორის სახელი რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატის ამ ეტაპის სახელს დაემატა, რომელსაც ოფიციალურად Formula 1 Crypto.com Miami Grand Prix ეწოდა.
Crypto.com-ის სარეკლამო ბანერები F1 Miami Grand Prix 2022-ზე. წყარო: Bloomberg

Crypto.com-ის სარეკლამო ბანერები F1 Miami Grand Prix 2022-ზე. წყარო: Bloomberg

გარდა ამისა, კრიპტობირჟამ გადაწყვიტა, გაეძლიერებინა თავისი პოზიციები ევროპაში საფრანგეთის "ლიგა 1-თან" და ევროპულ საფეხბურთო გიგანტ "პსჟ-სთან" გრძელვადიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით. ამ ხელშეკრულების პირობებით, Crypto.com-მა აიღო ვალდებულება, გამოეშვა NFT-ების კოლექცია, რაც შემდგომში გაკეთდა კიდეც. ამჟამად კოლექცია მოიცავს 2600-ზე მეტ ნივთს, რომელთა შეძენაც პლატფორმის NFT მარკეტპლეისზეა შესაძლებელი.

Binance სკ "ლაციოსა" და Setanta Sports-ის სპონსორი

კრიპტობირჟამ Binance ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას „2+1“ სქემით წამყვან იტალიურ საფეხბურთო კლუბ „ლაციოსთან“ (ორი წლით, ურთიერთშეთანხმებით კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით). მოთამაშეთა მაისურებზე ბირჟის ლოგოს გარდა, პლატფორმის რეკლამა საფეხბურთო კლუბ "ლაციოს" საკლუბო სტადიონზე არის წარმოდგენილი. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, Binance-მა საფეხბურთო კლუბის ფან-ტოკენი გამოუშვა და მატჩებისთვის NFT ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
კრიპტობირჟა Binance-ის ლოგო სკ "ლაციოს" მოთამაშეების მაისურებზე

კრიპტობირჟა Binance-ის ლოგო სკ "ლაციოს" მოთამაშეების მაისურებზე

როგორც ჩანს, Binance-მა გადაწყვიტა, რომ  მსოფლიოში უდიდესი CEX-ბირჟის დასაკმაყოფილებლად "ლაციოს" 2,5 მილიონი გულშემატკივარი პოტენციური მომხმარებლების საკმარისად დიდი აუდიტორია არ არის და 2022 წლის აგვისტოში სპონსორობის ხელშეკრულება საერთაშორისო სპორტულ მედიაპლატფორმასთან Setanta Sports გააფორმა.
Binance სარეკლამო ბლოკები Setanta Sports-ის არხებზე

Binance სარეკლამო ბლოკები Setanta Sports-ის არხებზე

WhiteBIT - უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და სკ "ბარსელონას" სპონსორი

უმსხვილესმა ევროპულმა CEX ბირჟამ WhiteBIT-აც მიაქცია ყურადღება სპორტის ინდუსტრიას, სადაც მილიონობით გულშემატკივრისა და მაყურებლის გარკვეულ ნაწილს კრიპტოპლატფორმის მომხმარებლის ბაზის შევსება პოტენციურად შეეძლო.

WhiteBIT-მა გააფორმა სპონსორობის ხელშეკრულება უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან (UAF) და 2026 წლამდე უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსორი გახდა. ამ შეთანხმების მიხედვით, გუნდის მატჩებზე ბირჟის ლოგო გამოჩნდება. WhiteBIT-მა და UAF-მა დაგეგმეს სხვადასხვა აქტივობებისა და შეჯიბრებების ორგანიზება გულშემატკივრებისთვის, ინტერაქციული ზონების შექმნა, ლექციების, გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა კიევის ფეხბურთის სახლში.
WhiteBIT არის უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსორი მომდევნო სამი წლის განმავლობაში

WhiteBIT არის უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსორი მომდევნო სამი წლის განმავლობაში

ბირჟამ WhiteBIT სპონსორობის ხელშეკრულება 2025 წლამდე ასევე გააფორმა ესპანური "ლა ლიგის" ლიდერსა და ევროპული ფეხბურთის გიგანტთან, სკ "ბარსელონასთან". შეთანხმება ითვალისწინებს ბირჟის მედიაში ხსენებას მამაკაცთა და ქალთა საფეხბურთო გუნდების მატჩების დროს. საინტერესოა, რომ სპონსორობის კონტრაქტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფეხბურთით, არამედ ვრცელდება ბარსელონას ყველა გუნდზე ფუტსალთან, ხელბურთთან, კალათბურთთან და გორგოლაჭებზე ჰოკეისთან ერთად. WhiteBIT-მა ასევე მიიღო პროფესიონალური ფეხბურთის კვლევის ცენტრთან Barça Innovation Hub და კიბერსპორტულ გუნდთან Barça eSport ურთიერთქმედების შესაძლებლობა მიიღო.
WhiteBIT-ის აღმასრულებელი დირექტორი ვლადიმერ ნოსოვი სკ "ბარსელონას" სათავო ოფისში სპონსორობის კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ. წყარო: УНІАН

WhiteBIT-ის აღმასრულებელი დირექტორი ვლადიმერ ნოსოვი სკ "ბარსელონას" სათავო ოფისში სპონსორობის კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ. წყარო: УНІАН

Coinbase - NBA-სა და WNBA-ს სპონსორი

კრიპტობირჟა Coinbase-მა გადაწყვიტა, ყურადღება კალათბურთისთვის მიექცია და მსოფლიოში ყველაზე დიდი და პოპულარული NBA ლიგის სპონსორი გამხდარიყო. გარდა ამისა, მისი სპონსორობის უფლებები ასევე ვრცელდება WNBA ქალთა ლიგაზე, NBA 2K League კიბერსპორტულ ლიგაზე და ეროვნულ გუნდზე USA Basketball. თანამშრომლობა ფოკუსირებული იქნება უნიკალური კონტენტის შექმნაზე, ინოვაციებზე, სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქციების გამართვაზე, რაც კალათბურთის გულშემატკივრებში Coinbase-ის გამოცდილებისა და ციფრული აქტივების ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შეუწყობს ხელს.
Coinbase - აშშ-ის ორი უმსხვილესი საკალათბურთო ლიგის სპონსორი

Coinbase - აშშ-ის ორი უმსხვილესი საკალათბურთო ლიგის სპონსორი

დასკვნის მაგიერ

კრიპტობირჟების თანამშრომლობა სპორტულ ინდუსტრიასთან კობრენდინგის პროგრამებს მოგვაგონებს, რომლის წყალობითაც კლიენტების ბაზების ურთიერთგაცვლა და ზრდა ხდება. ბირჟების მომხმარებლები ყურადღებას აქცევენ სპორტის სამყაროს და საერთო აქციებში მონაწილეობენ, ზოგიერთს კი აქვს შესაძლებლობა, გახდეს გარკვეული სპორტული გუნდების გულშემატკივარი. თავის მხრივ, მაყურებლები და სპორტის მოყვარულები ეცნობიან ციფრული აქტივების ინდუსტრიას, NFT ბაზარს და ავსებენ კრიპტობირჟების სამომხმარებლო ბაზას. ასეთი  ურთიერთსასარგებლო კოოპერაცია ყველასთვის სასარგებლოა.