აი, რატომ დაემხო Silvergate

ფოტო - აი, რატომ დაემხო Silvergate
მარტში სამი ბანკის - Silvergatve-ის, Silicon Valley Bank-ისა და Signature Bank-ის კრახი დიდ თავის ტკივილად იქცა როგორც მარეგულირებელი ორგანოებისთვის, ასევე კლიენტებისთვისაც. დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამ (FDIC) შეაფასა და განმარტა სიტუაცია.
დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) წარმომადგენელი მარტინ ჯ. გრუნბერგი აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის წინაშე გამოვიდა სიტყვით თემაზე "პრუდენციალური მარეგულირებლების ზედამხედველობა“.

მან სიტუაცია საფუძვლიანად შეისწავლა და Silvergate Bank-ის კრახის მიზეზები განმარტა.

FDIC-ის რისკების მართვის დირექტორის მოხსენების თანახმად, მთავარი მიზეზი იყო არალიკვიდურობა, რომელიც გამოწვეული იყო ჯაჭვური რეაქციით 2023 წლის 8 მარტს Silvergate-ის თვითლიკვიდაციის შესახებ განცხადებასა  და დეპოზიტის გადინების შემდეგ, 2023 წლის 10 მარტს SVB-ის გაკოტრებაზე. 

თუმცა, საკვანძო როლი ცუდმა მმართველობამ ითამაშა: Signature Bank-ის დირექტორთა საბჭო და ხელმძღვანელობა სწრაფი და შეუკავებელი ზრდისკენ ისწრაფოდნენ იმის ნაცვლად, რომ შეემუშავებინათ და შეენარჩუნებინათ რისკების მართვის ადეკვატური მეთოდები და კონტროლის საშუალებები, რომლებიც დაწესებულების რისკის ზომას, სირთულესა და  პროფილს შეესაბამებოდა.

გარდა ამისა, ხელმძღვანელობა სათანადო ყურადღებას არ უთმობდა შესაბამისი კორპორაციული მართვის პრაქტიკას და არ ახდენდა სათანადო ურთიერთქმედებას FDIC-თან.

ანგარიში ცხადყოფს, რომ სწრაფი ზრდის მიზნით, კომპანია ზედმეტად ეყრდნობოდა დაუზღვეველ დეპოზიტებს. მან ასევე არ გაითვალისწინა რისკები, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოდეპოზიტებზე მის დამოკიდებულებასთან, ისევე როგორც მისი მოწყვლადობა ბაზრის რყევების მიმართ.

საბანკო დარგის ზოგადი მდგომარეობის კომენტირებისას,  გრუნბერგმა თქვა, რომ ის საკმაოდ მდგრადია. ამრიგად, 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშები აჩვენებს, რომ პირველ კვარტალში ბანკების მთლიანი წმინდა მოგება მეოთხე კვარტლის წმინდა მოგების მსგავსი იყო, თუ არ გაითვალისწინებთ მათ მიერ გაკოტრებული ბანკების შეძენის გავლენას.

სხვა მაჩვენებლებიც კარგის მომასწავებელია დარგისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბანკ Silvergate-ის კრახის შემდეგ ბიტკოინი 7%-ით, $20 474,50-მდე დაეცა. ამჟამად ის $25 ათასზე ოდნავ ძვირად ივაჭრება.  
ადრე Gagarin News წერდა, რომ აშშ-ის კონგრესი ბიტკოინის მაინინგის წახალისების რეკომენდაციით გამოდის.