CardanoCube: ყველაზე საინტერესო პროექტები

ფოტო - CardanoCube: ყველაზე საინტერესო პროექტები
CardanoCube არის Cardano-ს ეკოსისტემის ერთგვარი აგრეგატორი და მას შეუძლია, ბევრი რამ შესთავაზოს მომხმარებლებს. განვიხილოთ სამი ყველაზე საინტერესო პროექტი.
რაში მდგომარეობს Cardano-ს არსი?

ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება დაებადოს კითხვა, რატომ არის ეს პროექტი, რომელიც ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია არსებობს,  გაცილებით ნაკლებად პოპულარული, ვიდრე მისი კონკურენტები, განსაკუთრებით Ethereum.

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა კრიპტომოთამაშეთა შორის ის მაინც პოპულარულია.

ცნობილმა კრიპტოინვესტორმა, დენ გამბარდელომ, რომელმაც Crypto Capital Venture დააარსა, ტვიტერში დაწერა: "მიმ მონეტამ #Cardano meme თითქმის $50M-იან საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწია, ნამდვილი ხარული რბოლის დაწყებამდე კი მთელი ერთი წელია დარჩენილი. ბევრს არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს $ADA. შესანიშნავი სამუშაო ყველას მხრიდან, ვინც ამაში მონაწილეობს”. 

გამბარდელოს ტვიტი აღწერს სწორედ CardanoCube-ს – საინფორმაციო პლატფორმას, რომელიც ეძღვნება ყველაფერს, რაც დაკავშირებულია Cardano-ს ეკოსისტემასთან. ვებგვერდზე წარმოდგენილია სხვადასხვა NFT პროექტები და დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApps).

გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა პლატფორმა და გაგვეცნო თქვენთვის სამი ყველაზე საინტერესო პროექტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სია არავითარ შემთხვევაში არ არის ამომწურავი და მხოლოდ CardanoCube-ის მოკლე მიმოხილვას წარმოადგენს.

აბა, დავიწყოთ?

Jpg.store

ეს პროექტი წარმოადგენს NFT მარკეტპლეისს, რომელიც მხარს უჭერს სხვადასხვა ტიპის ფაილებს, რომელთა შორისაა PNG, SVG და სხვა.
Jpg.store-ის ლოგო. წყარო: CardanoCube

Jpg.store-ის ლოგო. წყარო: CardanoCube

პროექტი 2021 წელს ამოქმედდა. ვებგვერდზე წარმოდგენილია სხვადასხვა გასაყიდი NFT, მათ შორის Ape Society. ტოკენების შესაძენად, უბრალოდ უნდა დააკავშიროთ თქვენი საფულე, იქნება ეს Typhon, Eternl, Nami, Flint, Gero, Nufi თუ Lace.
Ape Society. წყარო: OpenSea

Ape Society. წყარო: OpenSea

Dappradar-ის მონაცემებით, jpg.store-ზე 109 954 ტრეიდერია რეგისტრირებული. წლების განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა მუდმივად იცვლებოდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის იანვარში დაფიქსირდა. მას შემდეგ ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ დიაგრამაშია ნაჩვენები.

ამჟამად ვაჭრობის მოცულობა 6,49 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ბოლო 30 დღის განმავლობაში 10,47%-ით შემცირებაა.
ვაჭრობის მოცულობა Jpg.store-ზე.  წყარო: DappRadar

ვაჭრობის მოცულობა Jpg.store-ზე. წყარო: DappRadar

Minswap

Minswap 2022 წელს Cardano-ს ძირითად ქსელზე ამოქმედდა და წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ბირჟას რამდენიმე პულით. პლატფორმა გთავაზობთ ტოკენების გაცვლას სახსრებისა და დროის მინიმალური ხარჯებითა და მაქსიმალური კომფორტით.
Minswap-ის ლოგო. წყარო: CardanoCube

Minswap-ის ლოგო. წყარო: CardanoCube

პროექტის გუნდის განცხადებით, ბირჟის ძირითადი უპირატესობებია ლიკვიდობის მრავალფუნქციური პული, პროდუქტების დიდი პული, მუშაობა ქსელში საფასო ორაკულის სახით და საკომისიო მოსაკრებლის მექანიზმი Babel, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ქსელში საკომისიო, ADA-ს ნაცვლად, სხვა ტოკენებით გადაიხადოთ. 

ბირჟაზე ხელმისაწვდომი წყვილების უმეტესობა ნატიურ ტოკენ ADA-ზეა მობმული. ხელმისაწვდომი საფულეები მოიცავს Minwallet-ს, Nami-ს, Flint-ს, Eternl-ს, Typhon-სა და GeroWallet-ს.

DappRadar-ის ცნობით, ბოლო 30 დღის განმავლობაში სერვისმა 1,14 მილიონი ტრანზაქცია განახორციელა. ზოგადად, ტრანზაქციების სტატისტიკა დადებით დინამიკას აჩვენებს.
აქტივობა Miswa-ზე. წყარო: DappRadar

აქტივობა Miswa-ზე. წყარო: DappRadar

Eternl

ასევე აღსანიშნავია საფულე Eternl. ამ პროდუქტის ამოქმედება 2021 წელს შედგა. ის პოზიციონირებს, როგორც მსუბუქი საფულე, რომელიც ხელმისაწვდომია ბრაუზერის გაფართოების სახით. მისი შემქმნელები ასევე აცხადებენ, რომ ის გახდება საფუძველი ყველა დამატებითი ფუნქციისთვის, რომლის ხილვა Cardano-ს  საზოგადოებას თანამედროვე ვებსაფულეში სურს.

საფულის ვებგვერდზე ზედმეტი არაფერია, ის უბრალოდ საფულის შექმნას გთავაზობთ და სულ ესაა.
Eternl-ის ვებგვერდი. წყარო: Eternl-ის ვებგვერდი

Eternl-ის ვებგვერდი. წყარო: Eternl-ის ვებგვერდი

საფულის Twitter-ის არხს 30000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ცოტა ხნის წინ, ბოროტმოქმედება Discord-ში სპამის გასავრცელებლად, არხში webhook-ის კონფიგურაცია სცადეს. საბედნიეროდ, თავდასხმას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია.

ეს სამი პროექტი სულაც არ არის CardanoCube-ის ერთადერთი რეზიდენტები. თუმცა, მათი წყალობით, Cardano-ს ეკოსისტემის უფრო ახლოს გაცნობაა შესაძლებელი, მიმტოკენების უზარმაზარ რაოდენობასთან ერთად, რომლებზეც გამბარდელო საუბრობდა.

მათ შორისაა Snek, Husky Token, Stablecoin და სხვა. იხილეთ სურათი ქვემოთ.
მიმკოინები CardanoCube-ზე. წყარო: CardanoCube

მიმკოინები CardanoCube-ზე. წყარო: CardanoCube

თქვენ თუ მოგწონთ Cardano?

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი პროექტის შესახებ ჩვენს ტვიტერში.

ადრე ვწერდით, რომ Cardano-ს საფულეები EVM-თავსებადი გახდება.