WhiteBIT Network-ის Testnet: სრული გზამკვლევი

ფოტო - WhiteBIT Network-ის Testnet: სრული გზამკვლევი
კრიპტოვალუტურმა ბირჟამ WhiteBIT აამოქმედა საკუთარი ბლოკჩეინის სატესტო ქსელი WhiteBIT Network, სადაც utility-მონეტის ფუნქციას WBT ტოკენი შეასრულებს.
პირველი ანონსი კრიპტობირჟის CEO-ს, ვლადიმერ ნოსოვის  Instagram-ში გამოჩნდა. მან სატესტო ქსელის ბლოკჩეინ ექსპლორერის ბმული გამოაქვეყნა. მოგვიანებით, WhiteBIT-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსეი კოვალევმა Testnet-ის დეტალებსა და კონსენსუსის ალგორითმის თავისებურებებზე ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ Testnet-ში აქტივობების შესრულებისთვის ჯილდოს შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, ჩვენ ქსელის გამოყენების გზამკვლევის გაკეთება გადავწყვიტეთ.

საკუთარი ბლოკჩეინი WBT მონეტისთვის

კრიპტობირჟა WhiteBIT-ის ნატიური ტოკენის ლისტინგი 2022 წლის აგვისტოს ბოლოს შედგა. თავდაპირველად, მონეტის სმარტ კონტრაქტი Ethereum-ისა და Tron-ის ბლოკჩეინებზე განლაგდა.

მაგრამ, გუნდმა მაშინვე დააანონსა საკუთარი ქსელის შემუშავება და ქსელის სამომავლო ამოქმედება Whitepaper-ის დოკუმენტში მოყვანილ Roadmap-ში. ეს განახლება 2023 წლის პირველ, ან მეორე კვარტალში იგეგმება. ამიტომ, Testnet, რომელიც WBT ტოკენს ეფუძნება, კრიპტოვალუტური საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. 
WBT მონეტის საკუთარი ბლოკჩეინის ანონსი (Whitepaper)

WBT მონეტის საკუთარი ბლოკჩეინის ანონსი (Whitepaper)

მომავალი ბლოკჩეინის დეტალები

კონსენსუსის ალგორითმად არჩეულია Proof-of-Authority (PoA). 

ეს ალგორითმი Proof-of-Stake-ის ვარიაციას წარმოადგენს, იმ განსხვავებით, რომ აქ ვალიდატორები მხოლოდ შერჩეული მონაწილეები არიან. ყველაზე ხშირად ეს სწორედ პროექტის გუნდია. აი, რას წერს ამ გადაწყვეტილების შესახებ ალექსეი კოვალევი:
POA იგივეა, რაც POS, იმ განსხვავებით, რომ ვალიდატორი ბლოკჩეინის მფლობელია და ბლოკების "ვალიდაციის" უნარს ის არავის აძლევს, საკუთარი თავის გარდა. ბლოკჩეინის ყველა სირთულისა და ყველა სისუსტის გაცნობიერებით, ყველა კონსენსუსის ალგორითმის ისტორიაზე დაყრდნობით, ჩვენ ავირჩიეთ ის, რომელიც მომხმარებლებსა და Web3 აპლიკაციის დეველოპერებს წვდომას უფრო სწრაფად, მოხერხებულად და უსაფრთხოდ მისცემს
WhiteBIT-ის ბლოკჩეინი EVM-თავსებადია, ანუ Ethereum-ის ვირტუალური მანქანის ბაზაზეა აგებული. ამ ტექნოლოგიის პოპულარობისა და მრავალი DeFi აპლიკაციის ინტეგრირების პოტენციური სიმარტივის გათვალისწინებით, ეს ძალიან მოსახერხებელია.

ამჟამად WhiteBIT Network-ის TPS წამში ექვს ტრანზაქციაზე მეტს შეადგენს. საკომისიოს საშუალო სიდიდე 1 Gwei-ის (0.000000001 WBT) დონეზეა.
WhiteBIT Network-ის სატესტო ქსელის სტატისტიკური მონაცემები

WhiteBIT Network-ის სატესტო ქსელის სტატისტიკური მონაცემები

ქსელის ტესტირების გზამკვლევი

თავდაპირველად საჭიროა Metamask-ის საკუთარ საფულეში WhiteBIT Network-ის ქსელის დამატება. ამისთვის უნდა გააკეთოთ შემდეგი:

● გადადით WhiteBIT Network-ის ბლოკჩეინ ექსპლორერში;

● ქვედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთ "Add WB Network-ს“;

● დაადასტურეთ ტრანზაქცია Metamask-ის საფულეში.

ქსელის მონაცემების შეყვანა ხელითაცაა შესაძლებელი. გუნდმა ტესტნეტის პარამეტრები სპეციალურ დოკუმენტში დატოვა.

ვიღებთ 10 სატესტო WBT-ს

ბლოკჩეინ ექსპლორერში არის ჩაშენებული ონკანი, საიდანაც 10 სატესტო WBT ტოკენის მიღებაა შესაძლებელი. ამისათვის უნდა ჩასვათ თქვენი საფულის მისამართი და დააწკაპუნოთ Claim-ს. ამ  ტრანზაქციის გამეორება 24 საათის შემდეგ შეიძლება.
სატესტო 10 WBT-ის კლეიმი ბლოკჩეინ ექსპლორერის მეშვეობით

სატესტო 10 WBT-ის კლეიმი ბლოკჩეინ ექსპლორერის მეშვეობით

მოქმედებებისა და აქტივობების ჩამონათვალი

WB Network-ზე ჯერ არც ერთი DeFi აპლიკაცია არ ამოქმედებულა, ამიტომ მომხმარებლის პოტენციური აქტივობები საკმაოდ შეზღუდულია:

● სატესტო ტოკენების მინთი;

● სატესტო WBT-ის ტრანზაქციები და გადარიცხვები საფულეებს შორის;

● სხვადასხვა სმარტ კონტრაქტების დეპლოი და ტოკენების შექმნა WhiteBIT Network-ზე. 

WB Network-ის სატესტო ქსელში საკუთარი ტოკენის შექმნა შესაძლებელია სტანდარტული ERC20 კონტრაქტის მეშვეობით. ექსპლორერში აქტივი საკუთარი WRC-20 სტანდარტით იქნება ასახული.
WhiteBIT Network-ის სატესტო ქსელში შექმნილი ტოკენების ასახვა

WhiteBIT Network-ის სატესტო ქსელში შექმნილი ტოკენების ასახვა

მოქმედებების ნუსხა ტოკენის დეპლოისთვის:

■ გადადით Remix Ethereum-ში, შექმენით .sol ფორმატის ახალი  დოკუმენტი;

■ დაწერეთ სმარტ კონტრაქტი, ან აიღეთ მზა ERC20 შაბლონი GitHub-დან, ან ციფრული ბიბლიოთეკიდან OpenZeppelin;

■ შეამოწმეთ კონტრაქტის სისწორე Compile ბრძანების მეშვეობით;

■ ოფიციალურად გამოუშვით ტოკენი Deploy ბრძანების მეშვეობით. ტრანზაქციის დეტალები და მონეტის სმარტ  კონტრაქტი გამოჩნდება დეპლოის დეტალებში, ან ბლოკჩეინ ექსპლორერში. 

დასკვნა

WhiteBIT Network-ის სატესტო ქსელი უკვე საკმაოდ კარგად გამოიყურება. საშუალო TPS უფრო მაღალია, ვიდრე Mainnet-ზე მომუშავე ზოგიერთ ბლოკჩეინში, ტრანზაქციები სწრაფია და განსაკუთრებული ბაგების გარეშე სრულდება.

ტესტნეტში სხვადასხვა dApp-ების განლაგება საშუალებას მოგცემთ,  შეამოწმოთ ქსელის შესაძლებლობები და გატესტოთ ტრანზაქციების სხვა ტიპები: NFT-ების შექმნა, სვოპები DEX ბირჟებზე, ლიკვიდობის დამატება და ა.შ. ასევე, ვადევნებთ თვალს ბლოკჩეინთან დაკავშირებულ ანონსებს კრიპტობირჟა WhiteBIT-ის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში. იქ გამოჩნდება უახლესი ინფორმაცია ტესტნეტის სტატუსისა და ქსელის Mainnet-ში შესაძლო გადასვლის შესახებ.