ვიტალიკ ბუტერინმა საკუთარი სტატიის ტოკენიზაცია მოახდინა

ფოტო - ვიტალიკ ბუტერინმა საკუთარი სტატიის ტოკენიზაცია მოახდინა
კომპანიამ Metalabel და Ethereum-ის თანადამფუძნებელმა შექმნეს კოლექცია "Quality Drop", რომელიც 9,209 NFT-ისა და დამატებით შეზღუდული ტირაჟისა და გადაყიდვის აკრძალვის მქონე 12 არაჩანაცვლებადი ტოკენისგან შედგება.
კოლექცია წარმოადგენს ვიტალიკის სურვილს, მოახდინოს ტექნიკური სტატიის ტოკენიზაცია, რომლის სახელწოდებაა  "ლიბერალური რადიკალიზმი: მოქნილი დიზაინი შესაბამისობის საქველმოქმედო ფონდებისთვის" და რომელიც მან გლენ უაილთან ერთად 2018 წელს დაწერა. 
 
12 საფირმო ტოკენი პირადად ვიტალიკის მიერ არის ხელმოწერილი და ჰოლანდიური აუქციონის საშუალებით გაყიდული. გასაყიდი ფასი არ გახმაურებულა.
 
დანარჩენი NFT-ები იყიდება 0.05 ETH-ად OpenSea-ზე. ახლა კოლექციის სავაჭრო მოცულობა 9470 ETH-ს შეადგენს, ხოლო მინიმალური ფასი 0.6 ETH-მდე გაიზარდა და ზრდას აგრძელებს.

GC
GN Crypto
ავტორი