პენტაგონის აფეთქების ყალბმა ფოტომ საფონდო ბირჟა შეძრა

ფოტო - პენტაგონის აფეთქების ყალბმა ფოტომ საფონდო ბირჟა შეძრა
პენტაგონის აფეთქების ილუზიამ, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა, მოკლე დროით შოკში ჩააგდო საფონდო ბირჟები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტყუილის საშიშროებას.
22 მაისს, Twitter-ის ანგარიშმა, რომელიც თავს "Bloomberg Feed"-ად ასაღებდა, გაავრცელა ძლიერი აფეთქების სურათი პენტაგონის სიახლოვეს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის შტაბ-ბინასთან. 

ეს ანგარიში ახლა დაბლოკილია.ყალბმა შეტყობინებამ სწრაფად გამოიწვია მრავალი საინფორმაციო სააგენტოს ინტერესი, ხოლო Russia Today-მ და Republic-ამ (ინდოეთის „მძიმეწონოსანი“ მედია) ის Twitter-ზე თავის, შესაბამისად 3 მილიონსა და 2,8 მილიონ გამომწერებს შორის გაავრცელეს. 

თუმცა, მათ უკვე წაშალეს ეს ტვიტები.ადგილობრივმა სამართალდამცავებმა, მათ შორის პენტაგონის  დაცვის ძალების სააგენტომ, რომელიც პასუხისმგებელია შენობის უსაფრთხოებაზე, დაადასტურეს, რომ გავრცელებული ჭორები უსაფუძვლოა და ინციდენტები ან აფეთქებები არ მომხდარა.

ტვიტერის რამდენიმე დაკვირვებულმა  მომხმარებელმა   სურათზე შეამჩნია  ისეთი დეტალები, რომლებიც AI-ზე მიუთითებდა, მაგალითად შენობების არათანაბარი ფასადები და არასწორად განლაგებული ღობეები.

S&P 500 შეძრა ამ ამბავმა და ის 0.26%-ით  დაეცა, მაგრამ სწრაფად აღდგა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ  შეტყობინება უბრალოდ მისტიფიკაციაა.

GC
GN Crypto
ავტორი