Apollo Entertainment: მეტასამყარო ციფრული მხტვრებისთვის

ფოტო - Apollo Entertainment: მეტასამყარო ციფრული მხტვრებისთვის
როგორ შევქმნათ NFT ან მეტასამყარო ისე, რომ ის მომხმარებლებს ნამდვილად მოეწონოს? ამ კითხვაზე პასუხი იცის კომპანია Apollo Entertainment-მა - მეტასამყარომ, რომელიც ციფრული პროექტების ავტორებისთვის სერვისების სრულ სპექტრს უზრუნველყოფს.
Apollo Entertainment არის სპეცილიზებული პლატფორმა ციფრული 3D-კონტენტის შესაქმნელად, რომელიც NFT-ებს, მეტასამყაროს არქიტექტურას, ვიდეოთამაშებს და გაფართოებული და ვირტუალური რეალობის გამოცდილებას აერთიანებს. კომპანია უამრავ ციფრულ მხატვართან და ბრენდთან თანამშრომლობს, რომლებიც Web3-სივრცეში გადადიან.

Apollo Entertainment-ის პარტნიორები არიან Disney, PepsiCo და საფეხბრთო კლუბი Manchester City. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი, რომელთანაც პლატფორმა დიდი ხანია ერთობლივ კოლექციებს უშვებს, არის ტრევორ ჯონსი. მაისის დასაწყისში გამოვიდა მათი ახალი ნამუშევარი NFT The Oath, რომელიც ბრიტანულ ყოველდღიურ გაზეთ Evening Standard-თან თანამშრომლობით მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის პატივსაცემად შეიქმნა. რა გახმაურებულ  პროექტებთან ჰქონდა კიდევ კავშირი Apollo Entertainment-ის გუნდს?
Metaverse-კომპანია Apollo Entertainment წყარო: https://twitter.com/ApolloNft

Metaverse-კომპანია Apollo Entertainment წყარო: https://twitter.com/ApolloNft

Death...Reanimated

პირველი NFT-კომიქსი Death...reanimated წყარო: https://apollonft.com

პირველი NFT-კომიქსი Death...reanimated წყარო: https://apollonft.com

თანამშრომლობა კომიქსების არგენტინელ მხატვართან ხოსე დელბოსთან, რომელიც ადრე  DC-სა და Marvel-თან თანამშრომლობდა. პროექტი არის დელბოს ორიგინალური NFT-კომიქსის "Death...No Escape" გაგრძელება, რომელიც 2020 წელს გამოვიდა.

Death...Reanimated არის რვა ადრე გამოუქვეყნებელი ციფრული ნამუშევარი, რომლებიც  Death...No Escape აცოცხლებს და აქცევს მას მოკლემეტრაჟიან ფილმად, რომელიც კომიქსების ფლერს ინარჩუნებს.

The Fallen Angel

The Fallen Angel. NFT და ტრევორ ჯონსის მიერ შექმნილი ბრინჯაოს ფისის ფიზიკური სკულპტურა წყარო: https://www.trevorjonesart.com

The Fallen Angel. NFT და ტრევორ ჯონსის მიერ შექმნილი ბრინჯაოს ფისის ფიზიკური სკულპტურა წყარო: https://www.trevorjonesart.com

The Fallen Angel არის ტრევორ ჯონსის დაცემული ბიტკოინ-ანგელოზების ლეგენდის ერთ-ერთი ელემენტი. 100 ანიმირებული NFT-ს ლიმიტირებული კოლექცია 2022 წლის სექტემბერში იყო წარმოდგენილი, და მას ახლდა გამოფენა ნიუ-იორკის Art Innovation Gallery Times Square-ში.

14 ანგელოზის შეძენა შესაძლებელი იყო ფიზიკურ ბრინჯაოს ფისოვან ქანდაკებასთან ერთად, რომელთა ზომაა 51x35x38 სმ.

Justice Reigns Supreme

რუთ გინსბურგი, Justice Reigns Supreme წყარო: https://apollonft.com

რუთ გინსბურგი, Justice Reigns Supreme წყარო: https://apollonft.com

3D-ანიმირებული NFT მხატვრის ხოსე დელბოოს და Dj Diplo-ს მონაწილეობით შეიქმნა და ის მიეძღვნა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის და ფემინიზმის სიმბოლოს რუთ ბადერ გინსბურგის ხსოვნას, რომელსაც ასევე  ამერიკული იურისპრუდენციის როკ ვარსკვლავს უწოდებდნენ.

NFT Justice Reigns Supreme-ის გაყიდვიდან შემოსული მთელი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა.

Ombia

VR-პროექტი პიკო ველსაკესთან თანამშრომლობით წყარო: https://apollonft.com

VR-პროექტი პიკო ველსაკესთან თანამშრომლობით წყარო: https://apollonft.com

Ombia არის იმერსიული თეატრალური გამოცდილება, რომელიც შექმნილია მეტასამყაროს ვიზიონერთან, არქიტექტორთან და დიზაინერთან, VIIRA-ს სტარტაპის დამფუძნებელთან პიკო ველასკესთან თანამშრომლობით.

ეს არის კონცეპტუალური ინტერაქტიული ვირტუალური სივრცე. ის მიზნად ისახავს შენობების მახასიათებლებისა და უპირატესობების დემონსტრირებას მისი გამოყენების სხვადასხვა სცენარების შესწავლისას.

VR-ვიდეოთამაში Alpina-სთვის

VR-ტექნოლოგიების მეშვეობით Alpina-ს პროდუქციის პოპულარიზაცია წყარო: https://apollonft.com

VR-ტექნოლოგიების მეშვეობით Alpina-ს პროდუქციის პოპულარიზაცია წყარო: https://apollonft.com

Apollo Entertainment-მა  ბრენდ Alpina-სთან თანამშრომლობით 2018 წელს ლათინურ ამერიკაში  ერთ-ერთი პირველი VR-ვიდეო თამაში გამოუშვა შოკოლადისა და რძის დესერტების პოპულარიზაციის მიზნით. პროექტი პოპულარული გახდა ბოგოტას მაცხოვრებლებს შორის, რომელთაგან ბევრი ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიას პირველად გაეცნო.

თანამშრომლობამ მხოლოდ არა მხოლოდ ინტერესი გამოიწვია Alpina-ს პროდუქტების მიმართ, არამედ  კომპანიას ინოვაციური მარკეტინგული და გასართობი გადაწყვეტილებების მხარდამჭერის პოზიციების გამყარებაში დაეხმარა.